პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის მე-13 დღე უკრაინაში, კვლავ იღუპებიან ადამიანები და მიწასთან სწორდება ქალაქებიომი, მოლაპარაკები კი უშედეგოდ მიმდინარეობს.
ბოლო 24 - საათში კიევზე შტურმის ორგანიზების მიზნით რუსეთმა საკუთარი ძალები გადააჯგუფა. გრძელდება შეტევა დნეპრისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. რუსები ცდილობენ გაარღვიონ მარიოპოლის დაცვა. რუსეთის ჯარი ძალისხმევას ნიკოლაევის, მელიტოპოლისა და ვოზნესენსკისკენ მიმართავს.
უკრაინული მხარის ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა დაბომბეს ქალაქი ახტირკა. დაიბომბა დასახლებები სუმშიც. იერიშის გამო ხანძარი იყო ჟიტომირისა და ჩერნოგოვის ნავთობის საცავებში. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსული სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდეს კიევში. უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვთან ლიკვიდირებულია რუსეთის ერთ-ერთი გენერალი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გასცა მსოფლიოს მასშტაბით მყოფი უკრაინელი მშვიდობისმყოფელების ყველა მისიიდან დაბრუნების შესახებ, რათა მათ დახმარება გაუწიონ უკრაინის ძალებს.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო კი იუწყება, რომ ომის გამო ამ ეტაპზე 700 ათას ადამიანზე მეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანებით მიღებული ზარალი კი 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ქვეყნიდან ბავშვებისა და ქალების გადინება გრძელდება - 13 დღეში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მილიონ ნახევარმა უკრაინელმა მიიღო.
ომმა უკრაინაში უკვე 406 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, ეს არის ოფიციალური სტატისტიკა თუმცა შესაძლო ეს ციფრი გაცილებით დიდი იყოს. რაც შეეხება რუსულ დანაკარგს, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაღუპულია რუსული სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის 11 000-ზე მეტი ჯარისკაცი.
საერთო ჯამში, განადგურებულია ოკუპანტების ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, 52 საბრძოლო თვითმფრინავი, 69 ვერტმფრენი, 290 ტანკი, 999 ჯავშანმანქანა, 117 საარტილერიო სისტემა, ზალპური ცეცხლის 50 რეაქტიული სისტემა, და სხვა.