პრეზიდენტი ხალხთან ერთად - რა ღირს სამოსი, რომელიც ზელენსკის ომის დროს აცვია

ზელენსკი

პრეზიდენტი ზელენსკი ომის მიმდინარეობის პერიოდში საკმაოდ შეიცვალა. როგორც უკრაინული გამოცემა წერს, პრეზიდენტი თავისი ჩაცმულობის სტილითაც კი ავლენს ერთობას უკრაინელ ხალხთან ომის დროს.

გამოცემა ომის დროს ზელენსკის ჩაცმულობის სტილზე წერს.

რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ უკრაინელებისადმი პირველი მიმართვის დროს ზელენსკი ხაკისფერი მაისურით გამოჩნდა. ამის შემდეგ კი სამხედრო სტილის სამოსი პრეზიდენტის აუცილებლობა გახდა.

ამასთან, ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს ერთ მნიშვნელოვან საკითხს - უკრაინის მეთაური არ ატარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმას, რითაც ის აძლევს სიგნალს მოქალაქეებს, რომ არ ითვისებს სამხედროების დიდებას.

ზელენსკის შენიშნეს 5.11, Hallyard, 281.z ბრენდების მაისურები, მათი ღირებულება საშუალოდ 400-600 გრივნაა (40-60 ლარი).

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტს უკრაინული ბრენდის M-Tac-ის ხაკისფერი ქურთუკები და სამხედრო სტილის შარვალი აცვია.

რაც შეეხება ფეხსაცმელებს. როგორც გამოცემა წერს, ფეხსაცმელიც, რომელსაც პრეზიდენტი ატარებს, საკმაოდ იაფია. ის ბუჩაში Saucony-ის 50-დოლარიანი ფეხსაცმლით ჩავიდა.

მანამდე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ლუჟნიკის“ აუდიტორიის წინაშე Loro Piana-ს ქურთუკში გამოჩნდა, რომლის ფასიც მილიონ-ნახევარ რუბლზე ცოტა ნაკლებია.

 

ასევე ნახეთ - ზელენსკის ვიდეომიმართვა (9 აპრილი)