ზელენსკი: მსოფლიოს უკრაინელების მსგავსი სიმამაცის ათი პროცენტი მაინც რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა

ზელენსკი

უკრიანის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს უკრაინელების მსგავსი სიმამაცის ათი პროცენტი მაინც რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საფრთხე არ დაემუქრებოდა. 

„მთელ მსოფლიოში ყველას იმ სიმამაცის 10%-ი მაინც რომ ჰქონდეს, საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ შეექმნებოდა საფრთხე. საფრთხე არ შეექმნებოდა ერების თავისუფლებას. უნდა გავავრცელოთ ჩვენი სიმამაცე. უნდა დავიწყოთ გლობალური კამპანია”,- განაცხადა ზელენსკიმ

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დღეს რუსი სამხედროები ადამიანების უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენენ. მისივე თქმით, რუსი პროპაგანდისტები მარიუპოლში ამზადებენ პროვოკაციას და მათ მიერ მოკლული მოქალაქეების დაღუპვაში უკრაინელი ჯარისკაცების დადანაშაულებას აპირებენ.

„ყველა მკვლელობა იქნება გამოძიებული. ყველა ჯალათს ვიპოვით. ყველა, ვინც აუპატიურებდა და მაროდიორობდა, გამოვლინდება. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით“, – განაცხადა ზელენსკიმ.