„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ერთ-ერთ ქალაქში დაბომბილი რკინიგზის სადგურიდან ფოტოებს და ვიდეოებს აქვეყნებს.
როგორც ზელენსკი სოცილაურ ქსელში წერს, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო კომპლექს „ტოჩკა უ-დან“ განახორციელეს დარტყმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, სადაც ათასობით ადამიანი ევაკუაციას ელოდებოდა.
„ოკუპანტებმა „ტოჩკა უ-თი“ დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი იმყოფებოდა ევაკუაციის მოლოდინში… 30-მდე დაღუპული, 100-მდე ადამიანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით. პოლიცია და მაშველები ადგილზე არიან. რუსი მხეცები არ ამბობენ უარს თავიანთ მეთოდებზე, რადგან მათ არ ჰყოფნით ძალა და გამბედაობა, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიონ ბრძოლის ველზე, ისინი ცინიკურად ანადგურებენ სამოქალაქო მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც ზღვარი არ აქვს. თუ ის არ დაისჯება, ის არასდროს გაჩერდება“, – წერს ზელენსკი.