1728846029
პოლიციელმა ცოლი პოლიციის განყოფილებაში მოკლა (აზერბაიჯანი)
პოლიციელმა ცოლი პოლიციის განყოფილებაში მოკლა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა, როდესაც პატრულის თანამშრომელმა საქმიანობის დროს გაიგო, რომ მისი ცოლი ოჯახური კონფლიქტის გამო პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა და ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა.
პოლიციის განყოფილებაში მისი პოლიციელი ქმარი მაშინ შევიდა, როდესაც მეუღლე საჩივარს წერდა, თუმცა, ქმარმა კოლეგის კაბინეტში მყოფი ცოლი სამსახურის იარაღით რამდენიმე გასროლით მოკლა.
შემზარავი ამბის აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელების შემდეგ, მკვლელი დაიჭირეს. რამდენიმე დღის შემდეგ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე პოლიციელი დააკავა, ხოლო მკვლელს მუხლი უფრო დაამძიმა.