პოლიციელმა ქარბურქში ზურგით ატარა გოგო, რომელიც თოვლის გამო მამას საავადმყოფოში ვერ მიჰყავდა

საბერძნეთი

ბერძნული მედია ავრცელებს ფოტოს, რომელზეც გამოსახულია პოლიციელი და ზურგზე შემოსმული პატარა გოგონა, რომელიც, გუშინ მამასთან ერთად საავადმყოფოში ოპერაციის გასაკეთებლად მიდიოდა რა დროსაც, თოვლის გამო ატიკის მაგისტრალზე ჩარჩნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც პოლიციის თანამშრომლობა შეიტყვეს მამა-შვილის მდგომარეობა, მაშინვე მოძებნეს ისინი და ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე, ერთ-ერთმა პოლიციელმა ზურგზე შემოისვა პატარა გოგონა და ასე ატარა დუკისის პლაკენტიამდე, სადაც მათ სხვა თანამშრომლები დახვდნენ და უსაფრთხოდ უზრუნველყვეს მამა-შვილის გადაადგილება დანიშნულების ადგილამდე.

ადგილობრივი მედია წერს, რომ იმ ადგილამდე მისაღწევად სადაც მამა-შვილი თოვლის გამო ჩარჩა, ტრანსპორტით სრულიად შეუძლებელი იყო, რის გამოც მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანის ოპერაციის განხორციელება პოლიციის თანამშრომლებს ქვეითად მოუწიათ.

ირკვევა, პატარა გოგონა, სამკურნალოდ  104-ე სამხედრო ჰოსპიტალში არის გადაყვანილი.