პოდოლიაკი რუსეთს მოუწოდებს „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადოს

პოდლიაკი

უკრაინის მხრიდან მომლაპარაკებელი და პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მოსკოვს მოუწოდებს დღეს "ნამდვილ სააღდგომო ზავს" დასთანხმდეს. ამის შესახებ პოდოლიაკი საკუთარ ტვიტერ გვერდზე წერს.

მან მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ გახსნას ჰუმანიტარული დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და შეთანხმდნენ „მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდს“, რათა ხელი შეუწყონ სამხედროებისა და სამოქალაქო პირების გაცვლას.

"მე ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას იფიქროს რეპუტაციის ნარჩენებზე. ამისთვის საჭიროა მხოლოდ სამი ნაბიჯი: პირველი, გამოაცხადეთ ნამდვილი სააღდგომო ზავი მარიუპოლზე. მეორე, დაუყოვნებლივ უზრუნველყავით ჰუმანიტარული დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მესამე, შევთანხმდეთ მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდზეს, რათა ჩვენ შევძლოთ ჯარისკაცების გაცვლა" - წერს პოდოლიაკი.