მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე - არის მსხვერპლი
1775473183
უკრაინაში მებრძოლი 40 წლის ალიკა ცაავას ცხედარი თბილისიდან ჯვარში, მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ ჩამოასვენეს.
ალიკა ცაავას საცხოვრებელი კორპუსის წინ სპეციალური კორიდორი იყო გაკეთებული. მოსახლეობას ხელში ეჭირა უკრაინისა და საქართველოს დროშები.
დროშები ქალაქ ჯვარის შემოსასვლელიდან ალიკა ცაავას საცხოვრებელ კორპუსამდეა გამოფენილი.
შეგახსენებთ, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძის ცხედრები სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
ისინი ლუგანსკში, 16 აპრილს არკადი კასრაძესთან ერთად დაიღუპნენ.
ალიკა ცაავას, სავარაუდოდ, საგვარეულო სასაფლაოზე ზუგდიდში დაკრძალავენ.