პენტაგონში აცხადებენ, რომ კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარის გადაადგილება პოზიციის ცვლილებას ჰგავს და არა ჯარის გაყვანას

ჯონ კირბი

პენტაგონში აცხადებენ, რომ კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარის გადაადგილება პოზიციის ცვლილებას ჰგავს და არა ჯარის გაყვანას. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თავდაცვის უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კიევის შემოგარენიდან რუსეთის ჯარის მცირე ნაწილმა უკან დაიხია, რუსეთს კვლავ შეუძლია ქალაქზე „მასობრივი სისასტიკე“ განახორციელოს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოზიციის ცვლილებაა და არა რეალური ჯარის გაყვანა და ყველანი მზად უნდა ვიყოთ, უკრაინის სხვა ტერიტორიებზე დიდი შეტევისთვის“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ჯარების ნაწილი ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რომელია მათი საბოლოო დანიშნულების პუნქტი.