„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. უკრაინასთან დაკავშირებით ანგარიში კანადის პარლამენტის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა წარადგინა.
დეპუტატები მთავრობას მიმართავენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
„ვგმობთ უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას, რომლის ბრძანებაც ვლადიმერ პუტინმა გასცა, რითაც ღიად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები“, – ნათქვამია კანადის მუდმივმოქმედი კომიტეტის მოხსენებაში.