ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, გარკვეული სირთულეებით, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ძალიან დიდხანს გრძელდება“ - სალომე ზურაბიშვილი

salome zurabishvili

„ის [ბიძინა ივანიშვილი] აღარ არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკაში, მე ვარ პრეზიდენტი, მე განვასახიერებ საგარეო პოლიტიკას, და საქართველოს წარმოვადგენ მის ფარგლებს გარეთ“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რადიო RFI-სთან ინტერვიუში განაცხადა.


„ის [ბიძინა ივანიშვილი] აღარ არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკაში, მე ვარ პრეზიდენტი, მე განვასახიერებ საგარეო პოლიტიკას, და საქართველოს წარმოვადგენ მის ფარგლებს გარეთ, არა მგონია, ამ რეგიონში,  ევროკავშირის აღმოსავლეთით, ჩემზე უფრო ევროპელი ბევრი ლიდერი იყოს.

მე განვასახიერებ საქართველოს მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილს, რომელიც გამოსულია ქუჩებში უკრაინაზე აგრესიის პირველი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება ერთ დღეს რუსეთის აგრესია გამოიწვიოს.

ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, გარკვეული სირთულეებით, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდხანს გრძელდება“, - თქვა ზურაბიშვილმა.