1746733863
პარაგვაიში ანტივაქსერები ცალკე დასახლებაში, სახელად ,,მწვანე სამოთხეში“ დასახლდნენ

პარაგვაის ერთ-ერთ ღარიბ რეგიონში ანტივაქსერები და ,,კონსერვატიული თავისუფლად მოაზროვნეები“ ცალკე დასახლებაში, სახელად ,,მწვანე სამოთხეში” ცხოვრობენ.
,,მწვანე სამოთხე“ 2016 წელს დაარსდა. ვებგვერდის მიხედვით, დასახლება იმ ,,თავისუფლად მოაზროვნე“ ადამიანებს აერთიანებს, რომელთაც სურთ, მატრიცას, 5G-ს, სავალდებულო ვაქცინაციას, კოვიდრეგულაციებს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეჟიმებს თავი დააღწიონ.
,,მწვანე სამოთხეში“ მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს გერმანელი, შვედი და ავსტრიელი იმიგრანტები წარმოადგენენ.
,,უამრავი მოხუცი მოდის. ისინი ხვდებიან, რომ მოხუცთა თავშესაფარში ვაქცინაციის შემდეგ უამრავი ადამიანი კვდება. 40 წელს გადაცილებული ადამიანები აქ თავშესაფრის საძებნელად შვილებთან ერთად მოდიან”, — განუცხადა დასახლების გერმანელმა წარმომადგენელმა The Guardian-ს.
,,ჩვენ ანტივაქსერები კი არ ვართ, არამედ ვფიქრობთ, რომ ყველამ თავად უნდა აირჩიოს ის, თუ რა ნივთიერებები შეჰყავთ მათ სხეულში. ყველამ თავად უნდა გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს, უნდათ თუ არა ვაქცინის გაკეთება“, - ვკითხულობთ ,,მწვანე სამოთხის“ მაცხოვრებლებს განცხადებაში.