„ოთხი კუბო ერთბაშად და არ ვიცოდი, რომელთან მივსულიყავი პირველად“ - ერთი სოფლის სულის შემძვრელი ისტორია

გროზა

2023 წლის 5 ოქტომბერს ხარკოვის რაიონის სოფელ გროზაში რუსული რაკეტით განადგურდა კაფე. ამ დროს ომში დაღუპულთა ხსოვნის პანაშვიდი გაიმართა. თავდასხმას 59 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

სოფელში ყველა ოჯახმა დაკარგა საყვარელი ადამიანები და 14 ბავშვი ობოლი დარჩა.

BBC-ის კორესპონდენტი სოფლის მცხოვრებთა ამბებს ჰყვება. - წერს BBC

ამ სასაფლაოზე რუსული ავიადარტყმების მსხვერპლი არიან დაკრძალული.  

ვალენტინა: „შვილიშვილი მოდის და მეუბნება, რომ სოფელში კაფე დაბომბეს. მე მაშინვე ვთქვი - თუ დაიბომბა, ცოცხალი აღარავინ გადარჩება-მეთქი. ვიცოდი, რომ ჩემი შვილიც კაფეში იყო“. 

ეს ერთ-ერთი ყველაზე სიკვდილიანი შეტევა იყო რუსეთის მხრიდან. დაიღუპა 59 მშვიდობიანი მოსახლე. ეს უდიდესი ტრაგედია იყო.

ვალერი: „ოთხი კუბო იდგა ერთდროულად და არც კი იცი, რომელთან მიხვიდე პირველად. ახლაც კი საშინელებაა ამის გახსენება“.

სოფელ გრაზაში ამ დარტყმის შედეგად ყველა ოჯახმა დანაკლისი განიცადა.

ვალენტინა: ვეუბნებოდი შვილიშვილს, მიდი, დარეკე-მეთქი. თავიდან ზარი გადიოდა, შემდეგ კი როგორც ჩანს, ტელეფონი გადნა და ვერ უკავშირდებოდით.

კაფეში, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა, დაღუპული ჯარისკაცის ქელეხი იყო, სადაც ახლობლები თანასოფლილები იყვნენ შეკრებილები.

36 ქალი, 22 მამაკაცი და ერთი რვა წლის ბიჭუნა დაიღუპა.

ვალენტინა: „ამ ადგილისკენ გახედვაც კი მეშინია, როცა იცი, რომ შენი ოჯახი, შენი შვილები აქ დაიღუპნენ“.

ვალენტინამ ოჯახის უმეტესი წევრები სწორედ ამ დაბომბვის დროს დაკარგა - ქმარი, ორი შვილი და შვილიშვილი. გადარჩა მხოლოდ 14 წლის შვილიშვილი, რომელიც ამ ტრაგედიის შემდეგ უკრაინის დასავლეთში გააგზავნა - შორს ფრონტის ხაზიდან. ახლა მისი შვილად აყვანის პროცედურები მიმდინარეობს. ბებია და შვილიშვილი - ეს არის ის, რაც დარჩა დიდი ოჯახიდან.

სოფელში 14 ბავშვი დაობლდა. არც ერთი მათგანი ბავშვი ბავშვთა სახლში არ ჩაუბარებიათ. ტრაგედიამდე სოფელში 268 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა სახლების უმეტესობა გამოკეტილია. ბევრი მათგანი ომის დასაწყისშივე წავიდა, როდესაც რუსულმა ჯარმა სოფლის ოკუპირება მოახდინა.

2022 წლის სექტემბერში სოფელი გაათავისუფლეს. 2023  წლის  ოქტომბერში კი კაფეზე დარტყმა სოფლისთვის პირველი დაბომბვა იყო.

ვალერი: „ახლა შეიძლება მოიარო მთელი სოფელი და საერთოდ არავინ არ შემოგხვდეს“.

ვალერიმ დაბომბვისას ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა: 37 წლის ქალიშვილი, სიძე და სიძის მშობლები.

ვალერი: ჩემი შვილი სიკვდილამდე გონზე იყო, ძალიან მინდა სიცოცხლე - ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. ხუთი დღე მე და ჩემს ცოლს ლუკმა არ გვიჭამია, ამხელა უბედურება დაგვატყდა თავს, გარშემო ხმაური, ტირილი, ამდენი გარდაცვლილი იყო, ყოველდღე დასაფლავებაზე დავდიოდით. თითქოს ბურუსში ვიყავით, სიზმარში გვეგონა თავი“.