ომის 463-ე დღე - ვითარება უკრაინაში

უკრაინაა

ბახმუტთან რუსების შეტევა შეჩერებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისათვის ქალაქის უმეტეს ნაწილს ოკუპანტები აკონტროლებენ, ქალაქის გარეუბნები კი ,სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება. უკრაინელები აკონტროლებენ ქალაქის შესასვლელსაც, თუმცა მტერმა გაზარდა საარტილერიო დარტყმების ინტენსივობა.

მძიმე ბრძოლები გრძელდება მარიინკის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით. ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც გუშინ ოდესის ოლქში იმყოფებოდა.