გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების საფრთხის გამო, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა საკუთარი ქორწილი გააუქმა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„ჩემი ქორწილი არ იქნება - მე ვუერთდები სხვა მოქალაქეებს, რომელთაც, პანდემიის გამო, მსგავსი გამოცდილება აქვთ“, - აღნიშნა მან.
ახალი ზელანდიის პრემიერმა ჟურნალისტებთან მაგალითი განიხილა და თქვა, რომ ქალაქ მოტუეკაში მცხოვრებმა ერთმა ოჯახმა, რომლის წევრებსაც „ომიკრონი“ ჰქონდათ, ოკლენდში იმოგზაურა - ჯერ ქორწილში იყვნენ, შემდეგ დაკრძალვას დაესწრნენ, ბოლოს კი, გასართობ პარკსა და ტურისტულ ატრაქციონს ესტუმრნენ, მრავალი ადამიანი დააინფიცირეს და, ეპიდვითარების თვალსაზრისით, ქვეყანაში „წითელი შუქი“ აანთეს.