„ომიკრონის“ დროს რა შემთხვევაში ხდება ბავშვის სტაციონარში გადაყვანა - ივანე ჩხაიძის განმარტება

ივანე ჩხაიძე

„ომიკრონი“ გაცილებით ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში. შესაბამისად, ბავშვების უმრავლესობა უნდა დარჩეს ბინაზე, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

„ომიკრონს“ გაცილებით ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა აქვს ბავშვებში. შესაბამისად, ბავშვების უმრავლესობა უნდა დარჩეს ბინაზე. ასეთ დროს მშობლებისთვის საყურადღებოა ტემპერატურის მატება - 38,5 გრადუსი და მეტი, რაც სიცხის დამწევის მიცემის აუცილებლობას განაპირობებს.

ასე, რომ დააკვირდით ბავშვს. მიეცით სიცხის დამწევი საშუალება და დაიცავით 6-საათიანი ინტერვალი. მეორე საყურადღებო ნიშანი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, ეს არის სუნთქვის გახშირება. ძალიან ხშირი და უჩვეულოდ ხმაურიანი სუნთქვა შეიძლება ასევე გახდეს მინიმუმ ექიმის კონსულტაციის მიზეზი და შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს, არის თუ არა აქ ფილტვების დაზიანება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ომიკრონი „დელტასგან“ განსხვავებით, ფილტვების დაზიანებით ნაკლებად მიმდინარეობს. მას არ ახასიათებს იმ სიხშირის ფილტვების ანთება, რაც „დელტას“ შემთხვევაში იყო“, - განაცხადა ჩხაიძემ.