"ომიკრონი" თავის ტუზს მალავს და სულ მალე გვაჩვენებს" - რას პროგნოზირებს კრეტას უნივერსიტეტის პროფესორი

ომიკრონი

ომიკრონის ქვევარიანტის გამოჩენის შემდეგ მეცნიერები პანდემიის კურსის შესაძლო განვითარებას განიხილავენ. კრეტას უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკოს ძანაკი აცხადებს, რომ სჯობს ფრთხილად ვიყოთ, რადგან ომიკრონს თავისი რეალური სახე ჯერ კიდევ არ უჩვენებია.

ამის შესახებ ინფორმაციას ემიგრანტთა საინფორმაციო ფლატფორმა ავრცელებს. 

“მუტაციების გაჩენა ვირუსის ბუნებრივი კურსია. სანამ ის საზოგადოებაში არსებობს, ყველა უჯრედში შეღწევისთვის იბრძვის. ნუ იზეიმებთ, რადგან “ომიკრონთან” დაკავშირებით არაფერი დამთავრებულა. ეს მუტაცია თავის ტუზს მალავს და ვფიქრობ, რომ სულ მალე გვაჩვენებს. ყველა მუტაცია გავრცელდა იმ ქვეყნებიდან, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, მაგალითად: ინდოეთი.

საავადმყოფოებში მართვით სუნთქვაზე ვისაც ვათავსებთ, 10-დან 9 აუცრელია, ვისაც აქვთ თანამდევი დაავადებები, სწორედ ეს დაავადებები ახანგრძლივებს მათი ჰოსპიტალიზაციის ვადას,” - ამბობს ის.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, “ომიკრონის” ქვევარიანტი შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტად გადამდები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია მისი ხასიათის შესახებ, პროფესორები მოსახლეობას პანიკისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ამასთანავე, პროფესორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არ ვართ დაზღვეული ისეთი მუტაციების გაჩენისგანაც, რომლებიც ბევრად მძიმედ დაავადებას გამოიწვევენ, ამიტომ საჭიროა ვაქცინაციის გზით, ამ ყველაფრის შეჩერება.