დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გავრცელებული აზრი, რომ ომიკრონი იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, ნაკლებ სიკვდილიანობასა და საშიში არ არის, აი, ეს მცდარი პოზიციაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა.
„ომიკრონი“ „დელტაზე“ და სხვა შტამებთან შედარებით 2-5-ჯერ მეტად, ანუ საშუალოდ, ინფიცირების 3-ჯერ მეტ შემთხვევას იძლევა. ჩვენთან შემთხვევები არ გასამმაგებულა, მაგრამ იქითკენ მივდივართ. იგი 2-3-ჯერ უფრო მსუბუქი მიმდინარეობისაა, ვიდრე „დელტას“ შტამი, მაგრამ არა ისეთი მსუბუქი, რომ საშიში აღარ იყოს - ის 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას იწვევს, ასევე 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობის შემთხვევებს.
„ომიკრონს“ კი ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში, მთელ მსოფლიოში მოიმატა როგორც ჰოსპიტალიზაციამ, ასევე სიკვდილიანობამ. შედარებით მსუბუქია, მაგრამ დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევების ხარჯზე მეტ სიკვდილიანობას იწვევს“, - განაცხადა ცერცვაძემ.