ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს.
გარდაცვლილები დავით რატიანი და გია ბერიაშვილია.
„დავით რატიანი - ირპენთან ბრძოლისას დაცემული ქართველი გმირი. საუკუნოა მისი ხსოვნა. მადლობა ჩვენი სახის გადარჩენისთვის, თავდადებისთვის. დიდება დავითს, დიდება გმირებს!",- წერს გრიგოლ გეგელია.
„აი,ეს ბიჭი დავკარგეთ! ჩემი, გია ბერიაშვილი!",- წერს ბერიაშვილის ახლობელი.
რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად საქართველოდან მოხალისეებიც გაემგზავრნენ. ოკუპანტების წინააღმდეგ ქართველი მოხალისეების რამდენიმე შენაერთი იბრძვის.


