მიუნხენში, პოლიციის გასროლილმა ტყვიამ მოკლა ქალი, რომელიც გამვლელებს დანით ესხმოდა თავს
1749390038
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო. ამის შესახებ BBC წერს.
მოთხოვნები ორ კატეგორიად იყოფა: პირველი – უკრაინის მიერ ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება; უკრაინამ აღარ შეავსოს ნატო-ს წევრობაზე განაცხადი; ასევე, გაიაროს განიარაღების პროცესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდეს რუსეთისთვის; უკრაინაში რუსული ენის დაცვისა და დენაციფიკაციის საკითხი.
მეორე ნაწილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ მოლაპარაკებაა, ვიდრე რაიმე სახის შეთანხმება შედგება. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხები დონბასის სტატუსსა და ყირიმთან დაკავშირებით იქნება.