ნიდერლანდები მზადაა ჰააგაში რუსეთისთვის ტრიბუნალი შექმნას

ნიდერლანდები

ნიდერლანდები მზად არის გაეროს მხარდაჭერით ჰააგაში რუსეთისთვის ტრიბუნალი შექმნას, რათა განიხილოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საქმე. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით,  ევროკავშირთან ერთად, ნიდერლანდები მოიპოვებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას გაუწევს ტრიბუნალის შექმნას.

რაც შეეხება თავად რუსეთის ფედერაციის პოზიციას ტრიბუნალის შექმნის თაობაზე, კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ტრიბუნალს არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება.

„დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ შემოთავაზებულ ტრიბუნალებს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამოსაძიებლად არავითარი ლეგიტიმურობა არ ექნებათ. ჩვენს მიერ არ მიიღება და დაგმობილი იქნება“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.