მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
ჩხოროწყუში ქუჩისთვის, უკრაინაში დაღუპული რომეო ფიჩხაია წლებია ცხოვრობდა, მისი სახელის მინიჭება სურთ. ამის შესახებ ფოტოგრაფი რომან თოლორდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მის ამ ინიციატივას არაერთი თანამოაზრე გამოუჩნდა.
„მეგობრებო! მე ზუსტად არ ვიცნობ ამჟამინდელ ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის პროცედურას, თუმცა გამოვხატავ და ვიტყვი უამრავი ჩვენი თანამემამულის გულისნადებს: საამაყო იქნება ჩხოროწყუში რომელიმე ქუჩას ეწოდოს რომეო ფიჩხაიას სახელი !
დიდება გმირებს !“,- წერს იგი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 3 დეკემბერს ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათგან 4 აფხაზეთიდან დევნილია.
რომეო ფიჩხაიას, როლანდ კვარაცხელიას, ავთო რურუას, ბადრი მარკელიასა და მერაბ ალადაშვილის ცხედრების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება ფრონტის ხაზიდან.