ნატოს პოზიცია, არ განლაგდეს უკრაინაში საჰაერო ან სახმელეთო ძალები, ერთიანია​ - სტოლტენბერგი

iens stoltenbergi

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები ერთიანი არიან პოზიციაში, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა არ შეიქმნება.

„მოკავშირეები ერთიანი არიან როგორც უკრაინის მხარდაჭერაში, ასევე იმ საკითხში, რომ ნატომ არ უნდა განათავსოს ძალები უკრაინაში ხმელეთზე ან საჰაერო სივრცეში, რადგან ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ამ კონფლიქტის, ომის ესკალაცია არ მოხდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა მოწინავე აღჭურვილობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით და სხვა სახის დახმარებით, თუმცა არა ნატოს ძალების განთავსებით.