ცნობილ ინფლუენსერს ეთერში ფილტრი გაეთიშა - რეალური კადრის შემდეგ, 140 ათასი გამომწერი დაკარგა
1771625666
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ეტონი ბლინკენმა რეალობის ასახვა უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ უკრაინა ნატოს უახლოეს მომავალში არ შეუერთდება.
„არ ვფიქრობ, რომ ეს დათმობაა. ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს რეალობის ასახვაა, რომ რუსეთის აგრესიამდეც კი უკრაინა ხვალ ნატოში შესვლას არ აპირებდა. როდესაც პუტინი ამბობდა, რომ მათი შეშფოთება უკრაინის მიმართ ნატოში უკრაინის მიღებას ეხებოდა, ეს არასწორი იყო. ეს ტყუილი იყო“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინმა აჩვენა, რომ ეს ომი უკრაინის დამოუკიდებლობის არსებობის უარყოფას ეხება.