1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ ქალაქში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსი სამხედროების დედებს ურჩევს, ფოტოები ნახონ.
„ბუქარესტი, ნატო-ს სამიტის დეკლარაცია. 3 აპრილი, 14 წლის წინ. იყო თავიდან აცილების შანსი, რომ რუსეთი არ მოსულიყო. ბუჩა, კიევის ოლქი. ახლა რუსეთი მოვიდა. რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ, რომ ნახონ. ნახეთ, როგორი ნაძირლები გაზარდეთ. მკვლელები, მაროდიორები, ჯალათები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.