ვინ არის სნაიპერი ქალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის

snaiperi

უკრაინელი სნაიპერი ზედმეტ სახელად "უგალოკი" 2017 წლიდან ეროვნულ არმიას შეუერთდა. მას არაერთხელ შეუსრულებია საბრძოლო დავალებები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.  

სნაიპერ გოგოზე ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მას მიმდინარე წლის იანვრის თვეში კონტრაქტი ამოეწურა, გადაწყვიტა ცოტა ხანს დაესვენა. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, "უგალოკი" საზღვაო ქვეითთა კორპუსს დაუბრუნდა.  

"მოსარეცხია მათგან ყველაფერი, ეს (რუსები) ხალხი არ არიან, ფაშისტებიც კი არ იყვნენ ისეთი ბილწები, როგორც ეს ორკები არიან. 

"აუცილებელია ყველას მოკვლა! ეს ხალხი არ არის. ნაცისტები არ იყვნენ ისეთი ბოროტები, როგორც ეს ორკები. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

პირადად მე, ბოლომდე ვიდგები! მიხარია, რომ ზოგიერთებმა ჩვენს ხალხში თვალები  გაახილეს და მიხვდნენ, ვინ ვინაა!“ - ამბობს სნაიპერი ქალი. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია 24 თებერვალს, დილით დაიწყო.