უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა ხარკოვთან სუ-34 ჩამოგადეს და პილოტი დააკავეს

patimari

უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა ხარკოვის მახლობლად რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს,  გადარჩენილმა პილოტმა გაქცევა სცადა - ამ ინფორმაციას  უკრაინული მედია ავრცელებს.

"ხარკოვის რაიონში ჩამოგდებული რუსული სუ-34 გამანადგურებლის პილოტი გადარჩა და გაქცევა სცადა, თუმცა დააკავეს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ტელეგრამის არხზე განაცხადა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის იზიუმსკის რაიონში მტრის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის პრესცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს იყო Su-34 გამანადგურებელი-ბომბდამშენი.

გენერალურმა შტაბის ცნობით კი, საოკუპაციო ძალების ახალი დანაკარგები სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ 3 აპრილის მდგომარეობით ასეთია:

  • 18 000 ცოცხალი ძალა;
  • 644 ტანკი;
  • 1 830 ჯავშანტექნიკა;
  • 325 საარტილერიო სისტემა;
  • 105 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა;
  • 54 საჰაერო თავდაცვის სისტემა;
  • 143 თვითმფრინავი;
  • 134 შვეულმფრენი;
  • 1 249 სატვირთო მანქანა;
  • 7 გემი/ნავი;
  • 76 საწვავის ავზი;
  • 89 ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი;
  • 24 ერთეული სპეცტექნიკა;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების 4 გამშვები.