1746733863
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 402 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 402 მილიონს გადააჭარბა. ამასთან, კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეულ დაავადებას 5.77 მილიონზე მეტი ადამიანი მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 2 332 592 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 005 ადამიანი კი დაიღუპა.
ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ. ინფიცირებისა და მსხვერპლის მაღალი მაჩვენებლები აქვთ ინდოეთსა და ბრაზილიას.