პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოტორინოლარინგოლოგმა მიშა ხუჯაძემ ომიკრონის დროს ყელის ტკივილისა და მისი მკურნალობის შესახებ ისაუბრა.
„ყელის ტკივილის არ უნდა შეგეშინდეთ, რომ დაგახრჩობთ. როგორც წესი ეს მთავრდება კატარალური მოვლენებით, ეს არის ტკივილი, ყლაპვის პრობლემები, სასაზე ისეთი გრძნობა, რომ გგონია, დაიხრჩობი, თუმცა არ დაიხრჩობი. არის წყალბადის ზეჟანგი, გლიცერინის სავლებები, გვირილა და ა.შ. ხალხური მეთოდებიც ძალიან კარგია. მთავარია არ შეგეშალოთ დოზირება. სოდას ზედმეტი კონცენტრაცია არ უნდა ჰქონდეს. სოდა ცოტათი აშრობს ყელს. გვირილა, ხახვი კი ბატონო, მაგრამ კონცენტრაცია უნდა იყოს დაცული. სოდასთან და მარილთან ცოტა ფრთხილად იყავით, ამას სჯობს აფთიაქში იყიდოთ სავლები, ან სწორი დოზირება ისწავლეთ.
ვირუსი მოქმედებს ლორწოვან გარსზე და არა ლორწოს ქვეშა სივრცეებზე. ანგინის დროს, აბსცესის დროს იქ არის ჩირქგროვა, აქ როგორც წესი, მარტო ლორწოვანის პრობლემაა და ეს იწვევს საშინელ ტკივილს, ჩახეხვას, მაგრამ არ არის საშიში, რომ დაგახრჩოთ, არ არის საშიში, რომ ჩირქი სადღაც ქვემოთ წავიდეს კისერში. ეს არის ვირუსული ეტაპი და შემდეგ გადის ეს სიმპტომები და ყველაფერი ალაგდება. წყალს გერჩივნოთ წყალბადის ზეჟანგი, ოღონდ არა 3%-იანი, არამედ ყელის გამოსავლები 1%-იანი. თუ მასში გარეულია გლიცერინი, ძალიან შველის. დღეში 5-ჯერ-6-ჯერ გამოივლეთ“ – განაცხადა ხუჯაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.