პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, რუსული გაზეთის „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა ნობელის მედალი აუქციონზე გაყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მედალი რეკორდულ ფასად - 103 500 000 დოლარად გაიყიდა. როგორც BBC-ი წერს, მიღებული თანხა „იუნისეფის“ ფონდში უკრაინელი დევნილი და ლტოლვილი ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხა.
ცნობისთვის, მურატოვი და მისი რედაქცია პუტინის და მისი მთავრობის კრიტიკით გამოირჩეოდა. გამოცემამ მუშაობა მარტში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა მათ რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება აკრძალა.