დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დაბადების დღის მისალოცი, ყველასთვის ცნობილი სიმღერის ამ ვერსიამ სოციალური ქსელები სრულად დაიპყრო - პატარა ბიჭუნას ჩხუბით ნამღერს თითქმის ყველა აზიარებს. ვიდეომ სოცქსელების მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა, რომ ეს თავიანთი ინტერპრეტაციითაც შეეთავაზებინა მაყურებლისთვის.
ანდრეა ხალვაში ბათუმელია. ამბობს, რომ კარგ ხასიათზე იყო და „ცოტა ტემბრი ასწია“. ის დედასთან ერთად გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა.
„სიმღერის შესრულების დროს კარგ ხასიათზე ვიყავი. ხმის ტემბრი ავწიე. ჩემთვის ვმღეროდი. მინდა, რომ პიანისტი და ფეხბურთელი გამოვიდე. ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ბათუმში კვარაცხელიაა.“ - ამბობს ანდრეა.
მოზარდის დედის, თეა მალაყმაძის თქმით, ვინაიდან არ უყვარს, ბავშვს აღნიშნული ვიდეო ჩუმად გადაუღო.
„იმ პერიოდში მრავლად გვქონდა დაბადების დღეები და თავისთვის მღეროდა ხოლმე ხშირად. როდესაც ვცდილობ, რომ სიმღერის დროს გადავუღო, არ მაძლევს საშუალებას. ერთხელ მივეპარე და გადავუღე ჩუმად. ეშხში იყო შესული. მეორე წელია უკვე ანდრეა ფორტეპიანოს ეუფლება. სენაკის არტ-ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა საკმაოდ წარმატებით, დაჯილდოვდა კიდეც. რამდენადაც წინ მივიწევთ, იმდენად მოსწონს. ჩვენი TikTok ისტორიები ასე დაიწყო, რომ ვიღებდით ვიდეოებს, თუ გამოიცნობდა ხალხი მელოდიას. ჩვენთვის ერთ დღეში ბევრი რამ შეიცვალა,“- აღნიშნა თეა მალაყმაძემ.