საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეო რგოლს არაბული ავიაკომპანიის მგზავრები გაეცნობიან

ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საუდის არაბეთის ავიაკომპანიის „Flynas“  წარმომადგენლებს მასპინძლობს. 

გაცნობითი ტურის ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ. დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის  შესახებ ვიდეო რგოლის მომზადება, რომელიც ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე განთავსდება. ტურის მონაწილეები  თბილისს, სტეფანწმინდას, მარტვილსა და ბათუმს ეწვევიან. მოინახულებენ  პეტრას ციხეს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს,

მახუნცეთის ჩანჩქერსა და აჭარაში მდებარე თაღოვან ხიდებს.

ინფო-ტურის მიზანია საუდის არაბეთში საქართველოს ტურისტული ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

ავიაკომპანია „Flynas“  საუდის არაბეთის ქალაქებიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებს რეისებს.