პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყვითელი და ლურჯი ქუდისა და სამკერდე ნიშნისთვის მოსკოვის მკვიდრი 30 ათასი რუბლით დაჯარიმდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ქალს, „საჯარო ადგილას უკრაინის დროშის ფერებში შეღებული სამკერდე ნიშანი ეკეთა, რაც უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ“.
გარდა ამისა, რუსეთის პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა „ბლოგერების ყურადღება მიიპყრო“.
შეგახსენებთ, რუსეთში მოსახლეობის ნაწილმა უკრაინაში ომის წინააღმდეგ პროტესტი დაიწყო. საპროტესტო აქციაზე გამოსვლის გამო ამ დროისთვის დაკავებულია 15 000-ზე მეტი ადამიანი, დანარჩენ აქტივისტებს კი ეძებენ.
ომის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს როგორც ჯარიმები, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრებათ.