პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და იმ ქვეყნებს მიმართა, რომლებიც დღეს ნეიტრალურ პოზიციაზე რჩებიან და საკუთარ აზრს მკაფიოდ არ აფიქსირებენ.
"უკვე არაერთხელ ვთქვი, რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისია, შემდგომში მათ სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის გატეხას.
მაგრამ ყველა ერმა, ვისაც ჩვენს მსგავსად სჯერა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები აღმოვჩნდით. და ვინ იქნება შემდეგი? თუ მას, ვისაც შეუძლია აღმოჩნდეს უფრო შორს, სურს დღეს ნეიტრალური იყოს, რათა რამე არ დაკარგოს, ეს ნამდვილად ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან თქვენ დაკარგავთ ყველაფერს," - განაცხადა ზელენსკიმ.