„მე უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს და არა მინი-უკრაინის“ – ზელენსკი CHATHAM HOUSE-ის ფორუმზე

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მომუშავე ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Chatham House-ის ონლაინ-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

სიტყვით გამოსვლის დროს ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან ყველა დიპლომატიური ხიდი დანგრეულია, თუმცა, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, რუსეთი თავდაპირველად უნდა დაბრუნდეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც მას ეკავა 24 თებერვლამდე. თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს რუსეთისგან მშვიდობის სურვილს.

„დღეს ფართომასშტაბიანი ომის 72-ე დღეა და ჯერჯერობით ომის დასასრულს ვერ ვხედავთ. რუსეთის მხრიდან ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ ვერანაირ სურვილს, რომ ომი დასრულდეს“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რაც შეეხეხება წითელ ხაზებს, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ დაუშვებელია, შემცირდეს მოსახლეობა 11 მილიონით ემიგრაციისა და დაკარგული მიწების გამო.

„მე უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს და არა – მინი-უკრაინის“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.