ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს ინფორმაციით, 18 აპრილიდან რუსული ძალები ალყაში მოქცეულ მარიუპოლს დაკეტავენ, ქალაქში დარჩენილ კაცებს კი რუსული ძალების შემოწმების გავლა მოუწევთ. ანდრიუშენკო ამბობს, რომ ოკუპანტებმა ქალაქის შიგნით გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ასობით მოქალაქეს რიგში დგომა უწევს საშვის ასაღებად, რომლის გარეშეც არამხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში გასვლაც კი არ შეეძლებათ“,- წერს მერის მრჩეველი.
რუსებმა მარიუპოლის უკრაინელი დამცველებს ულტიმატუმი კიდევ ერთხელ წაუყენეს და მათ დანებებისთვის დრო მისცეს.