გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
"რასაც ახლა "აზოვი" მარიუპოლში აკეთებს, მსოფლიოში არცერთ არმიას არ შეუძლია მსგავსი შედეგის დადება", – ამის შესახებ სერგეი კოროტკიხმა განაცხადა.
ის აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. მან ომზე და აზოვის ბატალიონზე ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. აღნიშნა, რომ მსოფლიოში უკვე ცნობილი ბატალიონი ორ ქართველ მებრძოლთან ერთად შექმნა.
"როცა ლაპარაკობენ ვიღაც დასავლელ ინსტრუქტორებზე, რომლებიც თითქოს ჩვენ გვამზადებდნენ, ეს სისულელეა.
სინამდვილეში, "აზოვი" 2014 წელს, მე და ორმა ქართველმა მოხალისე მებრძოლმა შევქმენით. ბახვა ჩიქობავამ (რომელიც გარდაიცვალა მარიუპოლის დაცვისას) და გიორგი ქუფარაშვილმა (რომელიც მძიმედ დაიჭრა მარიუპოლის დაცვისას და ახლა მკურნალობს ვინიცაში).
ჩვენზე, სამივეზე, თითო მილიონ დოლარს იხდიდნენ რუსები ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში. ახლა ფასი გაუზრდიათ, როგორც გავიგე.
ასე რომ, არანაირი NATO-ს ინსტრუქტორები არ არსებულან არასდროს… ჩვენ ხომ "სანქციების" ქვეშ ვიყავით, ჩვენზე, "აზოველებზე" ხომ საშინელებებს იძახდნენ… რა NATO?..
ჩვენ თვითონ შევქმენით სერჟანტთა და ოფიცერთა სკოლები – და ეს 90 პროცენტი გიორგი ქუფარაშვილის დამსახურებაა.
გიორგი შვიდი წლის განმავლობაში წვრთნას და ვარჯიშს ეწეოდა, მან მარიუპოლის თავდაცვის გეგმა შეიმუშავა და სწორედ ამ გეგმის მიხედვით, ახლა მარიუპოლს ვიცავთ.
გიორგის იშვიათად ახსენებენ და ეს უსამართლობაა, რადგან ყველგან, სადაც ახლა, "აზოველები" არიან, ჩვენ შედეგებს ვდებთ – მარიუპოლში, ხარკოვში, სუმიში, ჩერნიჰივში, დნეპრში, ოდესაში, მიკოლაევში”, – თქვა სერგეი კოროტკიხიმ.