„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
რუსი ოკუპანტები კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს, რომლებიც ახლა „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში არიან გამაგრებული, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ.
უკრაინული მედია ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აზოვსტალის" მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული ვითარების გათვალისწინებით, ისევე, როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონების მებრძოლებსა და უცხოელ დაქირავებულებს 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან სთავაზობენ, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაყარონ იარაღი. ყველასთვის, ვინც იარაღს დაყრის, სიცოცხლე გარანტირებულია“, – აცხადებს რუსული მხარე.
ოკუპანტების შეთავაზებით, ინფორმაციის გაცვლის მიზნით, დილის 05:00 საათზე მხარეთა შორის კომუნიკაციის დამყარების შეთავაზებას აკეთებენ.
დილის 05:30 საათიდან რუსები სავარაუდოდ, "სრული დუმილის რეჟიმს" გამოაცხადებენ და "მისი მკაცრი დაცვის" გარანტიას იძლევიან.
დილის 06:00 საათზე ორივე მხარის მხრიდან "დუმილის რეჟიმის" დაწყებას, რუსეთის ფედერაციის გეგმის მიხედვით, დროშების აღმართვა მიუთითებს – რუსეთის მხრიდან წითელის, ხოლო უკრაინის მხრიდან თეთრის, "აზოვსტალის" გასწვრივ, მთელ პერიმეტრზე.
ის, რომ მხარეები მზად არიან "დუმილის რეჟიმის" შემოღებისთვის, ყველა საკომუნიკაციო არხით უნდა დადასტურდეს და 06:00-დან 13:00 საათამდე უკრაინელმა მებრძოლებმა „აზოვსტალი“ იარაღისა და საბრძოლო მასალის გარეშე უნდა დატოვონ." - იუწყებოდა რუსული მხარე.
ოფიციალური მოსკოვის შეთავაზების შემდეგ, რამდენიმე საათი გავიდა, ცნობები უკრაინული თავდაცვის ძალების დანებების შესახებ არ გავრცელებულა.
ამის შესახებ The Time-ს უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი საიმონ შუსტერი Twitter-ზე წერს, რომ მარიუპოლის დამცველი უკრაინელი გმირები დანებებას არ აპირებენ.
"დანებება შეუძლებელია", - ციტირებს The Time-ს უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი საიმონ შუსტერი.
"მე მაქვს შეხება მარიუპოლის ერთ-ერთ უკანასკნელ დამცველთან. ის დაჭრილია. ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შემდეგ კი ამბობს, რომ "დანებება შეუძლებელია". მათ იმდენი რუსული ცეცხლსასროლი იარაღი მოამარაგეს, რომ ქალაქებს გადარჩენის შანსი აქვთ", - წერს შუსტერი.
I'm in touch with one of the last defenders of Mariupol. He's wounded. After Bucha massacre, he says, "surrender is not an option." He feels their stand accomplished its mission. They tied up so much Russian firepower it gave other cities a chance to survive.
— Simon Shuster (@shustry) April 17, 2022
ასევე ნახეთ - „აზოვის“ პოლკი კონტრშეტევას იწყებს