უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალია ლიკვიდირებული, მასთან ერთად მოკლულია ვიცე-პოლკოვნიკიც

generali

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პუტინის კიდევ ერთი გენერალი გაანადგურეს. გუშინ, მე-8 არმიის მეთაურის მოადგილე, ვლადიმერ ფროლოვი სანქტ-პეტერბურგში დაკრძალეს. 

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის ალექსანდრე ბეგლოვის თქმით, ფროლოვი "უკრაინელ მტერთან ბრძოლებში მამაცურად დაეცა", - წერს რუსული გამოცემა Fontanka.ru.

დაკრძალვის ცერემონიალი სერაფიმოვსკის სასაფლაოზე სამხედრო პატივით გაიმართა.

ასევე აღნიშნულია, რომ 12 აპრილს, პეტერბურგში, უკრაინაში ლიკვიდირებული რუსი ვიცე-პოლკოვნიკი, მირას ბაშაკოვი დაკრძალეს.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ეს რუსეთში ოფიციალურად არის აღიარებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით, 20 000-ზე მეტი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინეს.