პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთი ბელარუსს მილიარდნახევარი დოლარის სესხს გამოუყოფს. ამის რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით,, სესხი იმპორტის ჩანაცვლების პროგრამებზე გამოიყოფა.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია და პრინციპში გადაწყვეტილების ყველა პარამეტრი შეთანხმებულია. მილიარდნახევარი დოლარი იმ პროექტებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იქნება იმპორტის ჩანაცვლებასთან და შესაბამისი დარგების განვითარებასთან", - განაცხადა მან.
თანხების გამოყოფის შესახებ აგვისტოში ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. შემდეგ საუბარი იყო სამრეწველო ინჟინერიისთვის კომპონენტების წარმოებაზე. მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია 23 პროექტი, საიდანაც შვიდი ამოქმედდება მიმდინარე წლის ბოლომდე, 330 მილიონ დოლარად.