„ცხოვრება გადის... წლებმა და იმ უკომუნიკაციობამ ჩახსნა ბავშვობის მეგობრები“ - მაგდა პაპიძე
5:46
ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ცოტა დააკლდა მედლამდე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილს.
ისინი სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამითაც მეოთხეები იყვნენ და თავისუფალი პროგრამითაც. თავისუფალში 130,53 ქულა მიიღეს, საერთო ჯამში – 202,21.
მესამეადგილოსან იტალიურ წყვილს, სარა კონტისა და ნიკოლო მაჩის, 210,47 ქულა ჰქონდა. ჩემპიონობა კი იაპონელებმა მოპიოვეს, რიკუ მიურამ და რიუიჩი კიჰარამ – 219,78.
ბერულავამ და მეტელკინამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს.