ჩამოვედი თავისუფალ კიევში, რათა გამოვხატო ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხისადმი, გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი კიევში ჩავიდა.

აღნიშნულის შესახებ ლიეტუველი მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ჩამოვედი თავისუფალ კიევში, რათა გამოვხატო ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის თქვენს ბრძოლაში. ლიეტუვა მხარს უჭერს ძლიერ, მედეგ და აყვავებულ უკრაინას ევროკავშირში“, – წერს კესტუტის ბუდრისი.