მარნეულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

ლენტი

მარნეულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - ქალი, ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი იყო.

შემთხვევა დღეს, 26 მაისის ქუჩაზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.