ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
ლუგანსკის ოლქში, რუსეთის მიერ ორსართულიანი სახლის დაბომბვის შემდეგ 11 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. მათთან კონტაქტი ვერ ხერხება.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ჯერჯერობით ამ ადამიანების ნანგრევებიდან ამოყვანა შეუძლებელია.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება ბელოგოროვკაშიც, სადაც სკოლის შენობის დაბომბვას 60 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში იქაც ადამიანებს ეძებენ.