ლუგანსკის ოლქში ოკუპანტებმა დაბომბეს სკოლა, რომელშიც 90 ადამიანი იმყოფებოდა

ლუგანსკი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპანტებმა დაბომბეს სკოლა, სადაც 90 ადამიანი აფარებდა თავს.

მისივე თქმით, ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს 30 ადამიანი. დაშავებულებზე ინფორმაცია უცნობია.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბელოგოროვკა, სოფელი ლისიჩანსკის მახლობლად, ცხელ წერტილად იქცა. ორკები ცდილობენ იქ გარღვევას, მუდმივი ბრძოლებია. დღეს რუსი მკვლელები „იბრძოდნენ“ უიარაღო სამოქალაქო პირებთან. რაშისტებმა საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს სკოლაზე, სადაც თითქმის მთელი სოფელი იმალებოდა — ყველა, ვინც ვერ მოახერხა ევაკუაცია. კლუბის დაბომბვის შემდეგ სკოლის სარდაფი იყო ერთადერთი ხსნა, მაგრამ რუსებმა ეს შანსიც წაართვეს ხალხს“, -  განაცხადა მან.