LIVE: საგანგებო ბრიფინგი თეთრ სახლში - უყურეთ პირდაპირ ეთერში

დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამართა.

პრეზიდენტის თქმით, აშშ რუსეთის გეგმებს ამჟღავნებს არა იმიტომ, რომ კონფლიქტი უნდა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის ყოველგვარი გასამართლების საფუძველი წაართვას.

"ჩვენ მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. არ გავაგზავნით ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას... ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ რუსეთი აპირებს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას, მომდევნო კვირებში, მომდევნო დღეებში... ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის დედაქალაქ კიევს დაარტყამენ, ქალაქს, სადაც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ვამჟღავნებთ რუსეთის გეგმებს არა იმიტომ, რომ კონფლიქტი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ხელშია იმისთვის, რომ რუსეთს წავართვათ უკრაინაში შეჭრის გამამართლებელი ყოველგვარი საფუძველი. არაფერი შეგეშალოთ!" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.