დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში ხელშეწყობას დაჰპირდა და თბილისში, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას შეუწყო ხელი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაუდგენელმა პირმა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1449,13 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ გამოაგზავნა. სამართალდამცაველების მიერ ჩატარებული ოპერტიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების სპეციალური ნივთიერებით ჩანაცვლება განხორციელდა და კონტროლირებადი მიწოდების შედეგად, 2026 წლის 27 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს.

სამართლადამცველებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამალავიდან 381,93 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, ხოლო ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად 23,17 გრამი „ალფა-პვპ“ და 3,1994 გრამი „მეთადონი“ ამოიღეს.