12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს
1786823741
უკრაინის და აშშ–ის ოფიციალური პირების განცხადებით, დონეცკში რუსული ზურგის მქონე სეპარატისტულ შენობასთან მანქანის აფეთქება იყო დადგმული შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის გასაღვივებლად,. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტელეარხის ინფორმაციით, "მთავრობის სახლთან, საღამოს 19:00 საათზე მანქანა აფეთქდა".
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინსცენირება და პროვოკაციაა“, - განუცხადა CNN-ს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი ფაქტი „ტყუილ ოპერაციად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტები, როგორიც მანქანის აფეთქება და სეპარატისტი ლიდერების ევაკუაციისკენ მოწოდებაა, ნიშნავს მხოლოდ ერთს - რუსეთი დეზინფორმაციითა და ტყუილით აგრძელებს დადასტურებას, რომ "ამ კონფლიქტში ის აგრესორია".