როგორ უნდა გადაამოწმოთ ვინ არის ჩაწერილი თქვენს მისამართზე - დეტალები
1776275137
მოლდოვის ხელისუფლებამ დსთ-ს სამდივნოს, რომელიც ქალაქ მინსკში მდებარეობს, 8 აპრილს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად მიმართა, - განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ პოპშოიმ.
მისი განმარტებით, მიმართვიდან ერთ წელიწადში მოლდოვას დსთ-ში წევრობა ოფიციალურად შეუწყდება, თუმცა, როგორც პოპშოიმ აღნიშნა, მისი ქვეყანა ორგანიზაციის მუშაობაში დე ფაქტო მონაწილეობას დიდი ხანია არ იღებდა.
„8 აპრილს მინსკში მდებარე სამდივნოს მივაწოდეთ ინფორმაცია და მივიღეთ დასტური, რომ ჩვენი გზავნილი მიღებულია. შესაბამისად, იურიდიული თვალსაზრისით, მიმდინარე წლის 8 აპრილიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ანუ მომავალი წლის 8 აპრილს, იურიდიულად და ფორმალურად ჩვენ დსთ-ს ნაწილი აღარ ვიქნებით“, - განაცხადა პოპშოიმ.
მისი თქმით, მოლდოვა დსთ-ში შემავალ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატებში გააგრძელებს.