პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საუბარია იყო როგორც მარტივი, ასევე რთული, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ჩავუშოღლუს, რომ მოახერხა ამ შეხვედრის ორგანიზება. ეს ადვილი არ იყო. მან პირველად გაამარტივა რუსეთისა და უკრაინის მინისტრების კონტაქტები მას შემდეგ, რაც რუსული აგრესია დაიწყო. საუბარია იყო როგორც მარტივი, ასევე რთული. მარტივი იმიტომ, რომ მინისტრი ლავროვი მიყვებოდა თავის ტრადიციულ ნარატივს უკრაინასთან დაკავშირებით. რთული კი იმიტომ, რომ გავაკეთე ყველაფერი, რათა სულ მცირე მომენახა დიპლომატიური გადაწყვეტილება ჰუმანიტარული ტრაგედიისთვის, რომელიც ვითარდება საბრძოლო რეგიონებში, ალყაშემორტყმულ ქალაქებში. ყველაზე ტრაგიკული სიტუაცია ამჟამად გახლავთ ქალაქ მარიუპოლში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ბომბავენ ჰაერიდან, რომელსაც ასევე ურტყამს საარტილერიო ცეცხლი. მე მოვედი აქ ჰუმანიტარული მიზნებით, რათა გამოვსულიყავი შეხვედრიდან, რომ მომხდარიყო ჰუმანიტარული კორიდორების მოწყობა შიგნით და პლუს გარეთ. ანუ მარიუპოლიდან რომ გამოგვეყვანა მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ, დატოვონ ეს შიშისა და ბრძოლის ტერიტორია, ჰუმანიტარული დერეფანი გაგვეხსნა მარიუპოლში, რათა შეგვეტანა ჰუმანიტარული დახმარება ამ ქალაქში“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.